12 აგვისტოს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სრული მზის დაბნელების ხილვა ათწლეულების შემდეგ პირველად იქნება შესაძლებელი.
კერძდოდ, ესპანეთის მატერიკული ნაწილი 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად იხილავს მზის სრულ დაბნელებას, რომელიც 12 აგვისტოს ისლანდიასა და გრენლანდიასაც შეეხება.
დაბნელების სრული ფაზა ხილული იქნება ისლანდიის, ესპანეთის, პორტუგალიის ჩრდილო-დასავლეთის, გრენლანდიის და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის გავლით. ნაწილობრივი მზის დაბნელება ხილული იქნება ევროპის უმეტეს ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთ რეგიონში, წყნარი ოკეანის ნაწილებსა და აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
NASA დაბნელებას პირდაპირ ეთერში გადასცემს.
მზის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე მზესა და დედამიწას შორის გაივლის.