ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების თაობაზე რეფერენდუმი 2026 წლის 29 აგვისტოს გაიმართება. ქვეყანაში ხმის მიცემის ვადამდელი პროცესი 2026 წლის 27 ივლისს უკვე ოფიციალურად დაიწყო.
რეფერენდუმზე მოქალაქეებს არ ეკითხებიან, სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. ხმის მიცემა ეხება მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას. თუ მოსახლეობა მხარს დაუჭერს მოლაპარაკებების განახლებას, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მეორე, გადამწყვეტი რეფერენდუმი გაიმართება.
- „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები?“
- ამომრჩეველს აქვს ორი არჩევანი: „დიახ“ ან „არა.“
რეფერენდუმამდე სამი კვირით ადრე, ინიციატივის მომხრეები და მოწინააღმდეგეები თანაბრად გაიყვნენ.
Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46% მხარს უჭერს და ეწინააღმდეგება მოლაპარაკებების განახლებას.
ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი პირველად 2009 წელს, მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე წარადგინა. თუმცა მოლაპარაკებები 2013 წელს შეჩერდა, ხოლო 2015 წელს — ოფიციალურად გაიყინა.