გაერთიანებული სამეფო მზადაა, მხარი დაუჭიროს შუა დერეფნის პროექტის განხორციელებას, მათ შორის ინვესტიციებს მდგრადი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანში დიდი ბრიტანეთის ახალმა ელჩმა დუნკან ნორმანმა განაცხადა.
ნორმანის თქმით, გაერთიანებული სამეფო მიესალმება პრაქტიკულ ნაბიჯებს, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია, აზერბაიჯანის ენერგომომარაგება სომხეთისთვის და საზღვრისპირა მშვიდობის ხიდის ინიციატივა.
„ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების ხელახლა გახსნა ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობამ მთელი რეგიონისთვის მეტი კეთილდღეობა და უსაფრთხოება მოიტანოს. გაერთიანებული სამეფო მზადაა, მხარი დაუჭიროს პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებას, მათ შორის ბრიტანული ექსპერტიზის, ინვესტიციებისა და დაფინანსების გზით, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ინფრასტრუქტურისა და უფრო ფართო შუა დერეფნისთვის,“ - აღნიშნა ელჩმა.
ელჩმა ნორმანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ნაბიჯებს დგამენ ხანგრძლივი მშვიდობისკენ, რომელიც ორ მხარეს შორის დიალოგსა და უწყვეტ ურთიერთქმედებას ეფუძნება. დიპლომატის თქმით, ეს ქმნის პოტენციურ ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და რეგიონული კავშირისთვის.
მანვე აღნიშნა, რომ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების გახსნა ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობამ მთელი რეგიონისთვის მეტი კეთილდღეობა და უსაფრთხოება მოიტანოს.