თურქეთის პირველმა ადგილობრივად დაპროექტებულმა და წარმოებულმა ელექტროლოკომოტივმა, E5000-მა, ევროკავშირის თავსებადობის ტექნიკური სპეციფიკაციების (TSI) სერტიფიკატი მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.
აბდულკადირ ურალოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ტექნიკის მწარმოებელი TÜRASAŞ-ის მიერ წარმოებული ლოკომოტივი ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავყიდოთ [ელექტროლოკომოტივები] როგორც ევროკავშირში, ასევე მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა ურალოღლუმ.