ყაზახეთი და სინგაპური შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანამშრომლობას გააფართოებენ

ყაზახეთი და სინგაპური მულტიმოდალური ტრანსპორტის, ვაჭრობისა და დიგიტალიზაციის სფეროში თანამშრომლობას გააფართოებენ — ძირითადი აქცენტი შუა დერეფანზე გაკეთდება. მემორანდუმს ხელი მოეწერა Middle Corridor Multimodal Ltd-სა და Singapore Cooperation Enterprise-ს შორის, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბექტენოვისა და სინგაპურის სახელმწიფო მინისტრ ლი სიან ლუნის შეხვედრის შემდეგ.


დოკუმენტი ითვალისწინებს ტრანსპორტისა და სავაჭრო ეკოსისტემების განვითარების თანამედროვე მიდგომების დანერგვას, ლოგისტიკური პროცესების დიგიტალიზაციას და მულტიმოდალური ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შუა დერეფნის პოტენციალის გამოვლენას, რომელიც ჩინეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპის ბაზრებთან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით აკავშირებს.


შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები. 2026 წლის პირველ ექვს თვეში ყაზახეთსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვამ 777 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5-იანი ზრდაა. 2025 წლისთვის სინგაპურიდან ყაზახეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი შემოდინება დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.


ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ სფეროებად ასევე გამოიკვეთა დიგიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი, აგროსამრეწველო კომპლექსი და ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორი.