თეგი: სინგაპური

ნენსი პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში შეხვედრებით დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი აზიური ტურნე სინგაპურში ლიდერებთან შეხვედრებით დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ლი ჰსიენ ლუნგი რეგიონში ძლიერი ჩართულობისადმი აშშ-ის ერთგულებას მიესალმა. მხარეებმა შეერთებული შტატების მხრიდან ეკონომიკური მიმართულებით ჩართულობის გაფართოების გზები განიხილეს, მათ შორის, ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა, ინდო-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ჩარჩო. ლუნგმა და პელოსიმ ასევე განიხილეს ომი უკრაინაში, დაძაბულობა ტაივანისა და კონტინენტური ჩინეთის ირგვლივ და კლიმატის ცვლილება. სინგაპურის პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ჩინეთის სტაბილური ურთიერთობების მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“. ნენსი პელოსი აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, თუმცა სპიკერის ოფისი ტაივანს არ ახსენებს სპიკერის ოფისის თანახმად, პელოსი სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, რათა განიხილოს ვაჭრობის, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, უსაფრთხოებისა და „დემოკრატიული მმართველობის“ საკითხები განიხილოს. პარალელურად, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „თუ ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

Financial Times: ჩინური კომპანიები გეოპოლიტიკური რისკების გამო, სინგაპურში გადადიან

გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით 500-მა ჩინურმა კომპანიამ ფარულად შეცვალა რეგისტრაციის ადგილი ან გახსნა ოფისები სინგაპურში, რათა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, მზარდი გეოპოლიტიკური რისკი თავიდან აიცილოს.  ამის შესახებ Financial Times იტყობინება. „ჩინური ბიზნესის დარეგისტრირება სინგაპურში არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ ბანკირები განმარტავენ, რომ ახლა ჩქარობენ ჩინური ჯგუფების კომპანიებიდან ჰოლდინგების შექმნას, რათა თავიანთი ბიზნესი, მომავალში აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის გამო, შესაძლო, რისკებისგან დაიცვან“, - წერს გამოცემა.  ავსტრალიაში რეგისტრირებული ჩინური კომპანიების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან სინგაპური ბიზნესის წარმოშობის ქვეყანას თავის საჯარო სტატისტიკაში არ ასახელებს. ერთ-ერთი ფირმის შიდა კვლევის დეპარტამენტმა დაადგინა, რომ სინგაპურში წელს 500-ზე მეტი ახალი ჩინური კომპანია შეიქმნა, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.  „მოსალოდნელია, რომ სინგაპური ისარგებლებს ამ ტენდენციით, რადგან ცდილობს გლობალურ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდეს.  სექტემბერში მან გადაუსწრო ჰონგ კონგს, როგორც აზიის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრს და მესამე ადგილი დაიკავა ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ, მსოფლიო ფინანსური ცენტრების ინდექსის მიხედვით.  

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები დასახელდა

Economist Intelligence Unit (EIU) ყოველწლიური კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები ნიუ-იორკი და სინგაპური არიან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნიუ-იორკი რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს. გასული წლის პირველი ნომერი, თელავივი, ახლა მესამე ადგილზეა. კვლევის ავტორების თქმით, მთლიანობაში, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში ცხოვრების საშუალო ღირებულება წელს 8.1%-ით გაიზარდა. ომი უკრაინაში და COVID19-ის გავლენა ფასების ზრდის ფაქტორებად დასახელდა. ინფლაცია განსაკუთრებით მაღალი იყო სტამბოლში, სადაც ფასები გაიზარდა 86%-ით; ბუენოს აირესში (64%) და თეირანში (57%). სიის სათავეში ნიუ-იორკის მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი, აშშ-ში მაღალი ინფლაცია გახდა. ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო ასევე მოხვდნენ ათეულში. ამ წლის დასაწყისში, აშშ-ში ინფლაცია 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ათეული ასეთია: 4) ჰონგ კონგი; ლოს ანჯელესი 6) ციურიხი 7) ჟენევა 8) სან ფრანცისკო 9) პარიზი 10) სიდნეი; კოპენჰაგენი.  

შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან

ამ წლის მეორე ნახევრიდან, კიდევ სამი ქვეყანა - სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა შეუერთდებიან ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (TITR), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შუა დერეფანი. ამის შესახებ TITR ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, გაიდარ აბდიკერიმოვმა აზიის კონფერენციაზე, ალმათიში განაცხადა. „მომდევნო ხუთ წელიწადში დაახლოებით, ხუთი მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურასა და შუა დერეფანში ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. TITR მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ბაზრებთან ცენტრალური აზიის მწარმოებლების ინტეგრაციაში“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. მან ხაზი გაუსვა, რომ TITR-ის ინიციატორები აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო იყვნენ. „ამ მარშრუტის მიზანი საქონლის ტრანზიტის უზრუნველყოფაა ისეთი ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი და რუმინეთი. ეს რვა ქვეყანა პროექტზე 2017 წლიდან მუშაობს. მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, მათ შეუერთდებიან სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ შემოგვიერთდებიან ავსტრია, უნგრეთი და გერმანია. ასევე ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებულნი ფრანგი ექსპედიტორები“, - განაცხადა აბდიკერიმოვმა. შუა დერეფნის მეშვეობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა მოსალოდნელი - ყაზახეთის პრემიერი აბდიკერიმოვმა ისიც აღნიშნა, რომ მარცვლეულის ექსპორტის ძირითადი მიმართულება TITR-ის ფარგლებში არის თურქეთი, კერძოდ, მერსინის პორტი, სადაც დიდი მარცვლეულის ბირჟაა განთავსებული. 2022 წელს, TITR-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 1,48 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2,5-ჯერ, - 898 000 ტონით მეტია 2021 წელთან შედარებით. ცნობისათვის, 7 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფენციაზე განაცხადა, რომ შუა დერეფანში სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს საერთო.  შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა „შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები“, - აღნიშნა ალიევმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ კვლევა დაიწყო. მისი მიზანი სამხრეთ კავკასიიდან აზიისკენ მდგრადი კავშირების უზრუნველსაყოფად, საუკეთესო გზების ძიებაა.  ეს კვლევა სავარაუდოდ, 2023 წლის მაისისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას. აღსანიშნავია, რომ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის ერთიანი სატრანზიტო პორტალი შეიქმნა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა.  კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ჯინ შაჰინი: ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი იქნება - იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა ექსკლუზიურად Europetime-ს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებმა სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართეს - Reuters-ი

მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „როიტერთან“ საუბარში ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ შეხვედრა იყო თანამშრომლობითი და არა კონფრონტაციული. სინგაპურის მთავარ უსაფრთხოების დიალოგში 49 ქვეყნის 600-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აშშ-ის, ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ინდონეზიის და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრებმა. სამი დღის განმავლობაში გაიმართა პლენარული სესიები, ასევე დახურულ კარს მიღმა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები. გავრცელებული ცნობით, ასეთი შეხვედრები Shangri-La-ს უსაფრთხოების დიალოგის პარალელურად ხდება. ამასთან, როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განხილვის თემებს შორის იყო - უკრაინის ომი და ტრანსნაციონალური დანაშაული.  

სინგაპურში, 2004 წლის შემდეგ პირველად, ქალი სიკვდილით დასაჯეს

სინგაპურის 45 წლის მოქალაქე, სარიდევი ჯამანი, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო გაასამართლეს, დღეს დილით სიკვდილით დასაჯეს. ის არის პირველი ქალი, რომელიც სინგაპურში 2004 წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. სარიდევი ჯამანს სიკვდილით დასჯა 2018 წელს, 30 გრამი ჰეროინის კონტრაბანდის გამო მიუსაჯეს. ნარკოტიკების პოლიტიკის გლობალური კომისია, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციაა და Amnesty International-ი სინგაპურის მთავრობას მოუწოდებდა, განაჩენის აღსრულება შეეჩერებინა.  

სინგაპური და ჩინეთი პანდემიის გამო შეჩერებულ სამხედრო წვრთნებს განაახლებენ

სინგაპურის შეიარაღებული ძალები და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია აპირებენ, ორმხრივი წვრთნები განაახლონ მას შემდეგ, რაც სწავლება პანდემიის გამო შეჩერდა. ინფორმაციას Bloomberg სინგაპურის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტრომ განმარტა, რომ სწავლება სხვა ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ტარდება და ხაზს უსვამს თბილ და მეგობრულ ორმხრივ ურთიერთობებს სინგაპურსა და ჩინეთს შორის. „ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნების გარდა, ორი თავდაცვის უწყება ასევე რეგულარულად ურთიერთობს მაღალი დონის გაცვლის, ორმხრივი ვიზიტების, აკადემიური გაცვლებისა და პორტების დონეზე,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. პირველი სექტემბრიდან დაწყებული წვრთნების მთავარი ფოკუსი კონტრტერორიზმი იქნება. სინგაპური ასევე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს აშშ-ის არმიასთან. წვრთნები ორი კვირა გაგრძელდება. სწავლება (Exercise Cooperation) 2009 წლის შემდეგ მეხუთედ ტარდება.