სომხეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტით

სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.


ფაშინიანის თქმითმ, სომხეთი იკვლევს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობებსაც.


„ელექტროენერგიის მიწოდების სხვადასხვა რეჟიმი არსებობს. ზოგჯერ ქვეყნებს აქვთ ჭარბი რაოდენობა, ზოგჯერ კი - საჭიროება. ხელოვნური ინტელექტის სფეროში სომხეთის ინვესტიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავიგოთ, შესაძლებელია თუ არა ელექტროენერგიის იმპორტი სადმე, მათ შორის აზერბაიჯანიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა, ლაჩინში სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის საკითხებს შეეხებოდა.


მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთი ამ საკითხებს განიხილავს საქართველოსთან, თურქეთთან და ირანთან.


როგორც ცნობილია, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზღვართან სპეციალური გარდაქმნის სადგური შენდება, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის პროცესს გაამარტივებს.


ცნობისთვის, 25 აგვისტოს ლაჩინში ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია Azerenergy-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგიის მიმოცვლის პერსპექტივები და სახელმწიფო საზღვარზე ენერგოინფრასტრუქტურის მიერთების შესაძლო ვარიანტები განიხილებოდა.