უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას აშკარა სისუსტედ აფასებს. მისივე განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აშკარა სისუსტეა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზაპოროჟიეზე დარტყმები, რომელთა შედეგადაც, 12 ადამიანი დაიღუპა, რუსეთის „მადლობაა“ დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის. ზელენსკის შეფასებით, გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ზეწოლის ნებისმიერ შესუსტებას ისე აღიქვამენ, თითქოს ბრძოლის გაგრძელება და ქალაქებზე ბომბების ჩამოგდების გაგრძელება შეუძლიათ. შესაბამისად, „სხვა სიგნალებია საჭირო. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს და ეს რომ მოხდეს, რუსეთმა თავისი დანაკარგები უნდა იგრძნოს.“
„რუსეთთან ცხადი და მყარი დეესკალაციური შეთანხმების გარეშე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეა. ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს - საშუალებას აძლევს მეტი ადამიანი მოკლას, უფრო დიდხანს აწარმოოს ომი, უფრო ნაკლები პატივისცემა ჰქონდეს ამერიკისადმი, და უფრო დიდი დანაკარგები და ზიანი მიაყენოს მსოფლიოს.
უკრაინა მზად არის, სიმეტრიული დეესკალაციური ნაბიჯები გადადგას და ამერიკულმა გუნდმა იცის ჩვენი პოზიცია. რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და სხვა სანავთობო ობიექტებზე ჩვენი დარტყმები პასუხია უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსეთი მრავალწლიანი ტერორის კამპანიაზე. უკრაინა ცეცხლს არ გაუჩენს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს თუ რუსეთი არ გაანადგურებს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მსგავსი ტიპის შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკელებს და გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა აქვს მსგავსი კომპრომისის მისაღწევად.
პუტინისთვის საჩუქრები არ მოუტანს მშვიდობას ან რაიმე სარგებელს ცივილიზებულ სამყაროს. რუსეთი დიზელისთვის შემდგომი ტერორითა და ვერაგობით „გადაიხდის“. რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის უფლების მიცემა ინვესტიციაა ომში, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გახანგრძლივდეს. საჭიროა რეალური დეესკალაცია რუსეთთან ორმხრივ საფუძველზე,“ - წერს ზელენსკი.
ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროს ცნობით, უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ოქტომბერშივე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შემდგომი მოლაპარაკებისთვის.
მანამდე, მაიამიში, დაგეგმილზე უფრო ადრე დასრულდა მოლაპარაკებები უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიურო წერს. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ მოლაპარაკებები 9 და 10 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. პირველი დღე დაემთხვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ამის შემდეგ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აუქმებს სანქციებს რუსეთის დიზელის საწვავზე.