ძიუდოს ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ფრანგმა ტედი რინერმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.
Le Monde-ის ცნობით, საფრანგეთში „ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერება“ მას ძალიან აშფოთებს.
„მე ტედი რინერი ვარ და დღეს პირისპირ გეუბნებით: 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიქნები”, - აღნიშნა 37 წლის სპორტსმენმა.
„ბრძოლა ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო. ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა, დაცემა და ყოველ ჯერზე ფეხზე წამოდგომა. ვიცი, რას იტყვის ხალხი ჩემზე: “გიჟია. ისტებლიშმენტის წარმომადგენელი არ არის. არ იცის, როგორ მუშაობს ეს სისტემა. პოლიტიკაში არასდროს ყოფილა”. თუ თავის დახრაზე უარის თქმა და ქაოსთან შეგუებაზე უარის თქმა სიგიჟეა, მაშინ დიახ, სრულიად გიჟი ვარ,“ - განაცხადა ძიუდოისტმა.
საპრეზიდენტო კანდიდატობის პარალელურად, ის სპორტული კარიერის გაგრძელებასაც აპირებს. რინერის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის 2028 წელს ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაში მონაწილეობას გეგმავს.
რინერმა ოლიმპიური თამაშების მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვება 2012, 2016 და 2024 წლებში მოიპოვა, ხოლო შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი 2020 და 2024 წლების ოლიმპიადებზე აიღო. მას ასევე მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის 11 ტიტული.