უნგრეთმა, საზღვართან მდებარე რკინიგზის სადგურთან რესეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინასთან სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეაჩერა

უნგრეთი ქვეყანასა და უკრაინას შორის სარკინიგზო მიმოსვლას ორი დღით აჩერებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა განაცხადა მას შემდეგ, რაც დასავლეთ უკრაინაში, რკინიგზის სადგურთან ახლოს რუსული დრონით დარტყმა განხორციელდა. 


მადიარის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს რუსული დრონი მუკაჩევოს სადგურიდან 300 მეტრში ჩავარდა. მისივე ინფორმაციით, ამ ინციდენტის დროს უნგრეთიდან ჩასული მატარებლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.


„ცოტა ხნის წინ, ზაკარპატიაში რუსულმა დრონმა მუკაჩევოს რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრის მოშორებით დარტყმა განახორციელა. უნგრეთიდან მიმავალი მატარებლის უნგრელი ეკიპაჟი მატარებლიდან გამოიყვანეს. დღეს და ხვალ უნგრეთსა და უკრაინას შორის სარკინიგზო მიმოსვლას ვაჩერებთ,“ - აღნიშნა მადიარმა.


ნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ იმიერკარპატიაზე თავდასხმის სამი ტალღა განახორციელა, ძირითადად მუკაჩევოსა და უჟჰოროდის გარშემო.