ორბანმა ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმების ცენტრი დააფუძნა

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ანალიტიკური ცენტრი დააფუნა, რომლის მიზანიც ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმის შესახებ დისკუსიის დაწყება და უნგრეთში „ლიბერალურ-ავტორიტარული რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლაა.


ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პოლიტიკურმა მრჩეველმა ბალაჟ ორბანმა Facebook-ზე გაავრცელა.


უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა, რომ მათ ერთობლივად დააარსეს „Pro Patria International Foundation-ი.“


„ჩვენ გვსურს ევროკავშირის ინსტიტუციური რეფორმის შესახებ დისკუსიის გააქტიურება,“- განმარტა ბალაჟ ორბანმა.

მანვე განაცხადა, რომ ცენტრს „წარმომადგენლობა“ ბრიუსელში, ოფისის გარეშე ექნება.


„თანხების შეგროვება დაუყოვნებლივ დაიწყება,“ - განმარტა ორბანმა და აღნიშნა, რომ დაფინანსება „ადგილობრივი და საერთაშორისო დონორებისგან“ მომდინარეობს.


ორბანის მრჩევლის თქმით, ორგანიზაციის მიზანია საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის შექმნა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ეროვნულ ძალებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.

შეგახსენებთ, რომ The Wall Street Journal-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერის იმედით, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე განიხილავს.