დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა და ახალციხეში კორონავირუსზე აცრილ ერთ-ერთ პაციენტს მძიმე რეაქცია განუვითარდა.
როგორც გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის თბილისში სამკურნალოდ გადმოჰყავთ.
„დღეს გამოვლინდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდით მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედება, ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწარაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითო რეაქცია. მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქცია ხდება მილიონში ერთი, გასაშუალებული მონაცემები არის ერთი.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. დღევანდელ პერიოდში, როდესაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, ყველა ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები, როდესაც იცრებიან ადამიანები ჩვენთან ამ ბარათზე უკანა მხრიდან წერია რა არის ხშირი გვერდითი მოვლენა და შედარებით ნაკლებად ხშირი. ასევე აცრის პროცესამდე არსებობს სოციალური გამოკითხვის ბარათი. ამცრელი ბრიგადა დაკომპლექტებულია სამი ადამიანისგან. ამ ბარათის საშუალებით ექიმი ეკითხება სადაც არის ის კითხვები, რამაც შეიძლება გამოავლინოს რეაქციები. ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენთან გვაქვს ამ ვაქცინების, რომლებიც გამოიყენებიან კორონავირუსზე, ყველას აქვს გვერდითი მოვლენების მანიფესტაცია. ბევრად უფრო ხშირი ვიდრე კალენდარულ, ანუ რუტინულ ვაქცინებზე არის. ეს ვაქცინები გახლავან უფრო რეაქტოგენული. ანუ იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, თავის ტკივილით სახსრების ტკივილით, კუნთების ტკივილით და ა.შ. ამ ტიპის გამოვლინებები ამის დაახლოებით 10-დან 50 და ზოგ შემთხვევაში მეტ პროცენტში. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია, ამიტომ ეს ყველაფერი აღინუსხება ქვეყანაში შესაბამისი სისტემით, რომელსაც ჰქვია იმუნიზაციის შემდგომი რეაქციების კომიტეტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, ხოლო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.