ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა აშშ-ში აზიური წარმოშობის მოქალაქეებზე ძალადობა დაგმეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, აშშ-ში აზიური წარმოშობის ამერიკის მოქალაქეების მიმართ, რასობრივ ნიადაგზე სიძულვილის ენა და ძალადობის ფაქტები დაგმეს.

მიმდინარე კვირას ჯორჯიის შტატშიც რასიზმის ნიადაგზე რვა ადამიანი მოკლეს, მათ შორის ექვსი, აზიური წარმოშობისა.

”ჩვენ გული უნდა შევცვალოთ. იძულვილს არ შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხო ნავსადგური ამერიკაში. სიძულვილს რასობრივ ნიადაგზე ამერიკაში ადგილი არ აქვს. ჩვენ ყველამ, ყველამ ერთად, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ მოვლენას", - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენი და ჰარისი აზიური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კამალა ჰარისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსროლელის მოტივი ჯერ გამოძიებას ოფიციალურად არ დაუდგენია ეს ფაქტები აშკარაა, რვა მოკლულიდან ექვსი აზიური წარმოშობის იყო, შვიდი ქალი.

მომხდარ ფაქტს აზიური წარმოშობის ამერიკელებში პანიკა მოჰყვა. ისინი თვლიან, რომ კორონავირუსის პანდემიის ჩინეთიდან გავრცელების გამო, ბოლო ხანს სიძულვილის სამიზნე გახდნენ.