Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ავღანეთში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს ოსტინის პირველი ვიზიტია ავღანეთში.
არსებული ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთიდან ამერიკელი ჯარსკაცების გაყვანა იქნება.
ვიზიტის დროს პენტაგონის მეთაური ქვეყნის პრეზიდენტს აშრაფ ღანის და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.