25-26 მარტს ევროკავშირის სამიტი ვირტუალურ ფორმატში გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროკავშირის სამიტი ვირტუალურ ფორმატში 25-26 მარტს გაიმართება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს იქნება 2020 წლის შუა პერიოდის შემდეგ პირველი შეხვედრა, რომელიც მსგავსი სახით ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელიც სამიტს უხელმძღვანელებს, ეს გადაწყვეტილება ბლოკის წევრ სახელმწიფოებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღო.

სამიტის დღის წესრიგშია პანდემიასთან ბრძოლა და ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარება. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები აპირებენ განიხილონ რუსეთთან და თურქეთთან შემდგომი ურთიერთობები.