გამოცემა Mirror-ი ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მსხვერპლთა ახალ სიას, საიდანაც 6 მათგანი ბრიტანეთში ცხოვრობს.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, პუტინის მსხვერპლთა სიის დიდი ნაწილი ამ დროისთვის ლიკვიდირებული უნდა ყოფილიყო, თუმცა პანდემიამ რუსეთის საიდუმლო სამსახურს მოქმედების შესაძლებლობა შეუზღუდა.
Mirror-ი ინფორმაციით, ახალ სიაშია მოხვდა, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლაში ფიგურანტი 2 პირი და ასევე ნავთობკომპანია ,,იუკოსის" აღმასრულებელი დირექტორი მიხაილ ხადარკოვსკი.
მედიასაშუალების წყარო დარწმუნებულია, რომ მათი ლიკვიდაცია იმავე ნივთიერებით იგეგმება, როგორც ეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეში მოხდა.