საქართველოში საფრანგეთის ელჩი ქართველი მშვიდობისმყოფელების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებაზე წერს. დიეგო კოლასმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ქართველმა კოლეგებმა ევროკავშირისა და საფრანგეთის სამხედროებზე შთაბეჭდილება მოახდინეს.
„სიამაყით დავხვდი 2 დღის წინ, ინტენსიური და ძალიან წარმატებული მისიის შემდეგ. ქართველმა კოლეგებმა ევროკავშირისა და საფრანგეთის სამხედროებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს“, - წერს დიეგო კოლასი.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან საქართველოში 20 მარტს დაბრუნდა.