გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

როგორც თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში გახარიამ აღნიშნა, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს.

,,რაც შეეხება მომავალს, პირველრიგში მინდა გითხრათ, მიუხედავად ბევრი ჭორებისა, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ და მოგიყვებით, ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა.

ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის პასუხები გაეცემა", - განაცხადა გახარიამ.