ჰუბერტ ქნირში: გერმანიის სურვილია, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ელჩმა განაცხადა, გერმანიას აქვს სურვილი იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე მომავალში.

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. მე მივულოცე მას ამ თანამდებობის დაკავება. ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი, დაწყებული მისი ვიზიტით ბრიუსელში, დამთავრებული მისი ხედვით საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ შევეხეთ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის საკითხებს.

მე დავუდასტურე პრემიერ-მინისტრს გერმანიის სურვილი, იყოს პოზიტიური პარტნიორი საქართველოს განვითარების პროცესში როგორც წელს, ისე მომავალში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ.