ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამორიცხავს, რომ მას პირადად უსმენდნენ და ამით იგი მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
როგორც თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში გახარიამ აღნიშნა, წარსულის ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.
ჟურნალისტის კითხვას - ,,რა რეაქცია ჰქონდა გახარიას გავრცელებულ კადრებზე", მან კითხვითვე უპასუხა: „რა რეაქცია უნდა მქონოდა?!“
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ მთავრობის მეთაურის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.