ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს მხარდაჭერის საკითხს განიხილავს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევა-მარია ლიიმეტსის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს მხარდაჭერა იქნება.

ბრიუსელში ასევე განიხილება, ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები, სამხრეთ სამეზობლო, მიანმარსა და ვენესუელაში არსებული მდგომარეობაც.

„მზად ვართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრისთვის ბრიუსელში. განიხილება ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები, სამხრეთ სამეზობლო, რუსეთთან ურთიერთობები, საქართველოს მხარდაჭერა, ასევე მიანმარსა და ვენესუელაში არსებული სიტუაცია. ასევე, ველოდებით დიალოგს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ მიშელ ბაჩელეტთან“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ Tweeter-ზე.