ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველო იყო, ევროკავშირის მინისტრებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში მხარი დაუჭირეს.
ჩამოვა თუ არა კრისტიან დანიელსონი საქართველოში, ეს სავარაუდოდ, ჟოზეპ ბორელისთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს საქართველოში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ მოახსენა და აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.