NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს გაწევრიანება. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ის ელოდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას, რომელთანაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთი იქნება.
გენერალური მდივნის თქმით, რუსეთმა რამდენჯერმე გამოხატა, რომ მას აქვს უფლება, დაბლოკოს ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება და სწორედ ამაზე ისაუბრებს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ახალ სახელმწიფო მდივანთან.
„NATO-ს კარი ღიაა და ეს მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ალიანსში სულ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს ნიშნავს, რომ ნატო მზადაა, ახალი წევრების მისაღებად და ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის რეალობა. ეს ხდება, როდესაც ალიანსის ყველა წევრი თანხმდება და როდესაც ასპირანტი ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს.
მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგივე შეტყობინება გადავეცი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს NATO-ში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე. მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტუტუტების განმტკიცების მხარდაჭერით. მე ვერ ვისაუბრებ NATO-ს წევრი სახელმწიფოების ნაცვლად, მაგრამ ველოდები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას აქ, NATO-ში და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება რუსეთი. რუსეთმა რამდენჯერმე გამოხატა, რომ მას აქვს უფლება, დაბლოკოს ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება.
ეს ვნახეთ ბოლოს ბოსნია და ჰერეცეგოვინას შემთხვევაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას, გარდა NATO-ს წევრებისა და ასპირანტი სახელმწიფოს, არ აქვს უფლება, მიიღოს კონკრეტული ქვეყნის. NATO-ში გაწვრიანების გადაწყვეტილება, და ეს ეხება საქართველოსაც. საქართველოს სუვერენული უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გეზი. არავის სხვას ამ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს“, – განაცხადა იენს სტოლტენგერგმა.