ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ვიზიტი 25 მარტამდე გაგრძელდება და მდივანი ბლინკენი NATO-ს მინისტერიალს დაესწრება, შეხვდება ალიანსის მოკავშირეებსა და გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

ამასთანავე, ის შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს და ბელგიის ოფიციალურ პირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ის შეეცდება NATO-ს პარტნიორებთან ურთიერთობის განმტკიცებას და ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორცაა კონტრტერორიზმი, კორონავირუსის პანდემია და კლიმატური ცვლილებები.

ევროპაში ოფიციალურ ვიზიტს ის 25 მარტს დაასრულებს და ვაშინგტონში დაბრუნდება.