„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას დადებითად, გამოკითხულთა მხოლოდ 14% აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად.
გამოკითხული მოქალაქეების 50% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს არ დაიცავენ, 33%-ს მიაჩნია, რომ დეპუტატები მათ ინტერესებს დაიცავენ, ხოლო 17%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 10% ფიქრობს რომ პარლამენტი ცუდად მუშაობს. 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, კი ცუდად. გამოკითხული მოქალაქეებიდან, რომლებმაც პარტიული კუთვნილება არ დაასახელეს, 39% ამბობს, რომ პარლამენტი ცუდად მუშაობს. 6% კი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას დადებითად აფასებს.
ოპოზიციის მხარდამჭერებიდან პარლამენტის საქმიანობას დადებითად 3% აფასებს, 26% საშუალოდ, 66% ცუდად. კითხვაზე, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა, რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მოქალაქეების 79 % ეკონომიკას ასახელებს. 34% ჯანდაცვას, 22% კი განათლებას.
NDI-ის გამოკითხულთა 60%-ს კი მიაჩნია, რომ დეპუტატი გააკეთბს იმას, რასაც პარტია ეტყვის. 14%-ს განსხვავებული აზრი აქვს.
ცნობისთვის, კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.