NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები: რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს

NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ისტორიაში ყველაზე ძლიერი ალიანსია. განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ ალიანსი ადაპტირებას განაგრძობს.

„NATO თავდაცვითი ალიანსია და არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება. უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ, ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებს, რასაც საფუძვლად უდევს შვიდი წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯების ზრდა, უფრო ქმედითი და მომზადებული ძალები და პარტნიორებთან უფრო ღრმა ურთიერთობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჩვენ მზარდი საფრთხეებისა და სისტემური კონკურენციის წინაშე ვდგავართ. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ტერორიზმი ყველანაირი ფორმითა და გამოვლინებით ყველას გვემუქრება. აგრესიული და ავტორიტარული ხელისუფლებები და არასახელმწიფო აქტორები წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ეწინააღმდეგებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი პირველად დაესწრება.