აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება. ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ავრცელებს.
„ველოდები აშშ-ის პრეზიდენტს ამ კვირაში დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომაზე. დავპატიჟე ჯო ბაიდენი, რომ შემოგვიერთდეს შეხვედრაზე და გაგვიზიაროს მისი შეხედულება აშშ-ისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობაზე. დადგა დრო, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი აღდგეს“, – წერს მიშელი tweeter-ზე.