სენატორი შაჰინი საქართველოზე: ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არ არის

ამერიკელმა სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, ისეთი არჩევნების ჩატარება, რომლებიც ლეგიტიმურობის ზღვარზეა, არ არის საკმარისი.

,,ისეთი არჩევნების ჩატარება, რომლებიც ლეგიტიმურობის ზღვარზეა, არ არის საკმარისი. დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეთ საიმედო მექანიზმები უთანხმოებების მოგვარებისთვის, მექანიზმები, რომლებიც სამართლიანადაა მიჩნეული დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილე მხარის მიერ.

აშშ უკვე დიდი ხანია არის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მოკავშირე. ასეა დღესაც. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა საქართველო ერთგული დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ნათელი რომ იყოს, საქართველოს ერთგულება დემოკრატიისადმი ნაჩვენები უნდა იყოს ყველა ქართველის მიერ, განურჩევლად იმისა, არიან ისინი მთავრობაში თუ ოპოზიციაში. იმპერატიულია, რომ მთავრობამ გადადგას ნაბიჯები დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად და აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან კრიზისიდან გამოსვლისთვის", - განაცხადა შაჰინმა.