აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ასისტენტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კარა მაკდონალდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ODIHR-ის რეკომენდაციები დაამტკიცოს.
როგორც მაკდონალდმა სენატში საქართველოს საკითხის განხილვისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2020-ში პარლამენტმა გაატარა ODIHR-ის რეკომენდაციებზე დაფუძნებული რეფორმების ნაწილი, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ არ მიიღო კრიტიკული და გრძელვადიანი რეფორმები, რომელიც სააარჩევნო დავების სამართლიანად განხილვის პროცესს ეხებოდა.
,,ძალაუფლების კონცენტრაცია, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე – ეს ძირს უთხრის თავად ქართველების რწმენას საკუთარ დემოკრატიაზე. ODIHR-ის სადამკვირვებლო მიისიის დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, მას ნაკლოვანებები გააჩნდა. მათ შორის არის ბრალდებები დარღვევებზე, ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი მკაფიო არ იყო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მმართველი პარტიის დომინირებაზე საარჩევნო კომისიებში.
მიუხედავად იმისა, რომ 2020-ში პარლამენტმა გაატარა ODIHR-ის რეკომენდაციებზე დაფუძნებული რეფორმების ნაწილი, პარლამენტმა არ მიიღო კრიტიკული და გრძელვადიანი რეფორმები, რომელიც სააარჩევნო დავების სამართლიანად განხილვის პროცესს ეხებოდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაამტკიცოს ODIHR-ის რეკომენდაციები” , - განაცხადა მაკდონალდმა.