აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, რომ იარაღზე კონტროლის შესახებ კანონპროექტები დაამტკიცოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა, აღნიშნული განცხადება მას შედეგ გააკეთა, რაც კოლორადოს შტატში ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი მოკლა.
ბაიდენმა მოუწოდა სენატს, მიიღოს წარმომადგენელთა პალატის მიერ 11 მარტს დამტკიცებული ორი კანონპროექტი, რომელიც იარაღის მყიდველის ისტორიის შემოწმების წესებს გაამკაცრებს.
„მე არ მჭირდება არც ერთი წუთი ლოდინი იმისთვის, რომ გადავდგა გონივრული ნაბიჯები, რომლებიც გადაარჩენს სიცოცხლეს მომავალში და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს წარმომადგენელთა პალატაში და სენატში, იმოქმედონ“, – განაცხადა ბაიდენმა.