ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება.
დამატებითი ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილეს, შეხვედრის დასრულებისას გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 29 500 დოზა შემოვა.
პირველად, ქვეყანაში Astrazeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.