სომხეთის პარლამენტმა საომარი მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პარლამენტის 118 დეპუტატმა საომარი მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

გამოცემის ცნობით, საომარი მდგომარეობა 2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის გამო გამოცხადდა.

საომარი მდგომარეობის ინიციატორები ფრაქციები „გაბრწყინებული სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“ იყვნენ.

„ახლა რეალობა განსხვავებულია, არსებობს შეთანხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ხოლო საომარი მდგომარეობის არსებობა ზღუდავს ოპოზიციის უფლებებსა და დემოკრატიას ქვეყანაში“, – განაცხადა „გაბრწყინებული სომხეთის ფრაქციის თავმჯდომარემ ედმონ მარუკიანმა.