ენტონი ბლინკენი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

სახელმწიფო მდივანი მოელის, რომ თურქეთთან ანტიტერორისტულ საკითხებზე თანამშრომლობა გაგრძელდება.

,,შევხვდი მევლუთ ჩავუშოღლუს დღეს ბრიუსელში. ველოდები NATO-ს მოკავშირე თურქეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას ანტიტერორისტულ საკითხებზე, გამოვთქვი ჩვენი მხარდაჭერა საბერძნეთთან საძიებო მოლაპარაკებებისთვის და ხაზი გავუსვი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობას", - წერს ბლინკენი Tweeter-ზე.