იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა 85 წლის ბერლუსკონის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი.
მედიასაშუალების ინფორმაციითვე, ექსპრემიერი ორშაბათიდან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და მან მილანში გამართულ სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.