საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთი შეაფასა როგორც "საშიში მეზობელი". აღნიშნული განცხადება ბორელმა NATO-ს მინისტერიალის სხდომის დაწყებამდე.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს შორდება და სულ უფრო და უფრო ავტორიტარული ქვეყანა ხდება. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რუსეთთან კავშირის არხებზე. რუსეთი არის მეზობელი, საშიში მეზობელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავიზიაროთ ზოგი საკითხი, რომელზეც საერთო ინტერესები გვაქვს, როგორიცაა ირანთან შეთანხმება და კლიმატური ცვლილებები. თუმცა ამავდროულად უნდა შევაკავოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთს“, - განაცხადა ბორელმა.