დავით ზალკალიანი: არ გვაქვს ფუფუნება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ, ეს პირველ რიგში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

"გამოწვევების ფონზე არ გვაქვს ფუფუნება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ, ეს პირველ რიგში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ არის რჩევა ჩვენთვის, როგორც მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის.

იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, როდესაც გვაქვს უსაფრთხოებასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული გამოწვევები, როდესაც გვაქვს ახალ გეოპოლიტიკურ გარემოებასთან დაკავშირებული გამოწვევა, როდესაც უკვე თვალსაჩინოა რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდა რეგიონში, როდესაც ხელისუფლება, მთელი საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, ბუნებრივია, არ გვაქვს ფუფუნება ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ. ეს პირველ რიგში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.