ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებს შორის თანამშრომლობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს უახლესი ისტორიის განმავლობაში. მისივე თქმით, NATO-სა და ევროკავშირის თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება გამოწვევების დასაძლევად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი არაერთ ევროპელ მაღალჩინოსან შეხვდა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ექსპრეზიდენტ ტრამპის გამო.
სახელმწიფ მდივანმა განაცხადა, რომ ევროპაში ვიზიტისას ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან ევროპელი მოკავშირეები დაინტერესებულები იყვნენ შტატების პოზიციით ალიანსისა და მოკავშირებით პარტნიორობის აღორძინების საკითხებით.
მან დიპლომატებს განუცხადა, რომ მას სურდა ურთიერთობების გამოსწორება და ,,მოდერნიზება", რათა ფოკუსირებულიყო ახალ გამოწვევებზე, რომლებიც შეეხებოდა ჩინეთს, COVID19-ს, კლიმატის ცვლილებას, რუსეთს.
,,ეს არის შესანიშნავი დრო როგორც არასდროს, რომ ვიპოვოთ გზა ერთობლივი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ", - განაცხად ბლინკენმა.
ბლინკენმა მოიპოვა ევროკავშირის მხარდაჭერა აშშ-ს გეგმისთვის, ჩინეთის ძალაუფლებასთან ერთად დაუპირისპირდნენ ოფიციალური დიალოგის საშუალებით, რომლის თავიდან აცილებასაც ოფიციალური პეკინი იმედოვნებდა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ევროკავშირის ლიდერებს 2009 წლის შემდეგ, პირველად სიტყვთ მიმართავს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ძირითად საკითხებად რჩება, თურქეთის მიერ რუსული რაკეტების შეძენა, ,,ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ს მშენებლობა