Deutsche Welle -ს ინფორმაციით, დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება და მასში მონაწილეობას აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც მიიღებს.
ლიდერების საუბრის მთავარი თემა Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში არსებული შეფერხებები იქნება. ასევე განხილავენ ე.წ. ვაქცინის პასპორტების საკითხსაც.
ევროკავშირის ლიდერები ისაუბრებენ ევროკავშირის ურთიერთობაზე რუსეთთან და თურქეთთან. ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთებით ბოლო პერიოდში, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო დაიძაბა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ასევე ისაუბრებენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე.
ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ევროკავშირის ლიდერებს 2009 წლის შემდეგ, პირველად სიტყვით მიმართავს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.