ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც გეგმავს კენჭისყრას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით გეგმავს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მან იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

„დიახ, ვგეგმავ მეორე ვადით კენჭის ყრას. მოველი ამას“, - განაცხადა ბაიდენმა.