ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა სანქციები დაუწესეს 118 ბელარუს მოხელეს

Reuters-ის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს 118 ბელარუს მოხელეს.

გამოცემის ინფორმაციით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააფართოებენ ბელარუსის რეჟიმის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რეგიონული ხელუსფლების სისტემაში მომუშავეებს შეეხებათ.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ ერთობლივი სანქციებით დაწესებული შეზღუდვები განუსაზღვრელი ვადით იქნება ძალაში და სანქციები იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევაში მონაწილეობდნენ.