კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათიდან გამართავს

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათიდან გამართავს.

როგორც Europetime-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, ჯერჯერობით არ არის ზუსტი დრო ცნობილი თუ როდის ჩამოფრინდება კრისტიან დანიელსონი საქართველოში, თუმცა ორშაბათიდან ის სამუშაო პროცესებში ჩაერთვება.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.

მას შემდეგ, რაც დანიელსონმა თბილისი დატოვა ის ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა და მოლაპარაკების დეტალები გააცნო, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება და ფასილიტაციის პროცესში კვლავ ჩაერთვება.