Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთმა დიდ ბრიტანეთს საპასუხო სანქციები დაუწესა.
გამოცემის ინფორმაციით, სინძიანის რაიონის შესახებ სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო, სანქციები დაუწესდა 4 კომპანიასა და 9 ფიზიკურ პირს, მათ შორის კანონმდებლებს, კონსერვატიული პარტიის ყოფილ ლიდერს, იან დანკან სმიტს და კონსერვატიული პარტიის ადამიანის უფლებათა კომისიას.
ბრიტანეთის მთავრობამ ჩინეთის გადაწყვეტილება დაგმო და პეკინის მიერ სანქციების დაწესება კრიტიკის ჩახშობის მცდელობად შეაფასა.