დღეს, მიანმარში სამხედროებმა 90-მდე მომიტინგე მოკლეს

მიანმარში სამხედრო გადატრიალების მოწინააღდეგეთა აქციებზე, სამხედროებმა დღეს 90-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ამის შესახვბ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დემონსტრანტების განცხადებით, მიანმარის უსაფრთხოების ძალები სამხედრო ხუნტის მოწინააღმდეგეებს სახლებში უარდებიან და კლავენ. საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება.

სამხედროებმა ქალაქ იანგონში აშშ-ის კულტურის ცენტრიც დაცხრილეს, თუმცა არავინ დაშავებულა.

BBC-ის ცნობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელიც პირველ თებრვალს მოხდა, დღემდე მიანმარში საპროტესტო აქციებზე 400-მდე ადამიანი მოკლეს. თუმცა მოსახლეობა საპროტესტო აქციებს არ წყვეტს.

აშშ-მა, ბრიტანეთმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა მიანმარში არსებული ძალადობა დაგმეს. აქციების დარბევების პარალელურად, მიანმარში სამხედროებმა შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნეს და არჩევნების ჩატარების პირობა დადეს, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებიათ.