კრისტიან დანიელსონი საქართველოს ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია. შვედი დიპლომატი თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა.

დანიელსონი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ფარგლებში, შეხვედრებს ორშაბათიდან დაიწყებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თბილისში უკვე მეორედ ჩამოდის. პირველი ვიზიტის დროს, ის ორი დღით გეგმავდა საქართველოში დარჩენას, თუმცა დიალოგის გაჭიანურების გამო ერთი კვირით დარჩა. მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა.

.