კრისტიან დანიელსონი საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპრომისი სისუსტის ნიშანი არ არის და ეს არის ევროპული გზა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მოუთმენლად ველი, ჩავერთო მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციურ და სამთავრობო პარტიებთან ერთად და დავეხმარო მათ, მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.
ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს. კომპრომისი არის ევროპული გზა. მე აქ სამი დღის განმავლობაში დავრჩები და მოუთმენლად ველი, რომ სამშაბათს ისევ მოგმართოთ თქვენ, ჩემი მისიის დასასრულს“, - განუცხადა დანიელსონმა ჟურნალისტებს.