ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდება.
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თბილისში უკვე მეორედ ჩამოვიდა. პირველი ვიზიტის დროს, ის ორი დღით გეგმავდა საქართველოში დარჩენას, თუმცა დიალოგის გაჭიანურების გამო ერთი კვირით დარჩა. მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა.