კრისტიან დანიელსონი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

19:00 საათზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თბილისში უკვე მეორედ ჩამოვიდა. პირველი ვიზიტის დროს, ის ორი დღით გეგმავდა საქართველოში დარჩენას, თუმცა დიალოგის გაჭიანურების გამო ერთი კვირით დარჩა. მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა.