კრისტიან დანიელსონმა და კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის წევრებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის წევრებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს.

შესაბამის ინფორმაციას და ფოტო-ვიდეო მასალას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ გუშინ, ჩამოვიდა.

როგორც კრისტიან დანიელსონმა მედიასთან განაცხადა, „ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის გამოვლინებაა".

დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს. ის საქართველოში 3 დღის განმავლობაში დარჩება.