ენტონი ბლინკენი: რუსეთის საზიანო ქმედებებს შედეგები მოჰყვება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატები ასრულებს რუსეთის ქმედებების მიმოხილვას, რომლებსაც მტრულად განიხილავს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა СNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესების დასაცავად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ.

„ჩვენ ყველგან ვხედავთ რუსული აგრესიის სხვადასხვა მაგალითს. ერთ-ერთი ასეთია აღმოსავლეთ უკრაინის ტრაგიკული მოვლენები. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ჩვენ დავასრულებთ კომპანია „სოლარ ვინდისის“ საშუალებით კიბერშეტევის მიმოხილვას, ასევე არჩევნებში ჩარევაზე, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ჯილდოებზე ავღანეთში ამერიკული ჯარისკაცების მკვლელობისთვის. ამას ექნება შედეგები და გადახდილი იქნება ფასი“, – განაცხადა ბლინკენმა.