კრისტიან დანიელსონი დღეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს ჯერ კვლავ ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდება.

დანიელსონთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრები ჩაინიშნა.

შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი 14:00 საათზე „ქართულ ოცნებას“, 15:00 საათზე კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და ,,რესპუბლიკურ პარტიას" შეხვდება.

ცნობისთვის, დანიელსონი დღეს დილით უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ცოტა ხანში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.